„ქართული ოცნება“ პარტიული კონფერენციების გამართვას აანონსებს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარტიული კონფერენციების გამართვას აანონებს.

პრეს-რელიზის თანახმად, სულ 73 ასეთი კონფერენციის გამართვა იგეგემბა, პირველი კი 28 მარტს, ბათუმში ჩატარდება. მას დაესწრებიან:

  • პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე;
  • გენერალური მდივანი კახა კალაძე;
  • აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე;
  • რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე;
  • აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;

როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს.

ბათუმის შემდეგ მმართველი პარტია კონფერენციების გამართვას ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გეგმავს.


წყარო: ნეტგაზეთი



Print