თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლიურად 69%-ით გაიზარდა
2023 წლის თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 185.358 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 76.177 მლნ ლარით აღემატება, ანუ ზრდა დაახლოებით 69%-ს შეადგენს.

2022 წლის თებერვალში ბანკების წმინდა მოგებამ 110.181 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 615.477 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 483.235 მლნ ლარი. თებერვალში კომერციული ბანკების ხარჯებმა 403.290 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, თებერვალში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5.617 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 75.775 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 41.674 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ცნობისთვის, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. გასულ წელს 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2.090 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.8 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები