ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი ექვსჯერ იზრდება
„ყაზტრანსოილი“ თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსასდენით ტრანსპორტირებისთვის მარტის ბოლომდე დამატებით 10 000 ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

მანამდე, 23 მარტს „ყაზტრანსოილმა“ აქტაუს პორტიდან ბაქოს სანგაჩალის ტერმინალამდე თენგიზის საბადოს 9 959 ათასი ტონა ნავთობის პირველი პარატია „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის“ ტანკერით გადაზიდა, ხოლო ბთჯ-ის მილსადენით მისი ტრანზიტი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის შვილობილმა კომპანია, SOCAR Midstream Operations-მა დაიწყო. ანალოგიურ მარშრუტს თვის ბოლომდე დამატებით 10 000 ტონა ყაზახური ნავთობი გაივლის.

ამდენად, მარტში მთლიანად თენგიზის საბადოდან ბთჯ-ის მარშრუტით, დაახლოებით, 20 000 ტონა ნავთობი გადაიგზავნება.

რაც შეეხება აპრილს, გადაზიდვის მოცულობა შესამჩნევად იზრდება. „ყაზტრანსოილის“ ცნობით, „აპრილისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვის დაგეგმილი მოცულობა 125 000 ტონას შეადგენს.“

ყაზახეთის პორტ აქტაუდან ბაქოში ბთჯ-ის მილსადენით შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ნავთობის ტრანზიტს „ყაზტრანსოილი“ ჯერ კიდევ თებერვალში გეგმავდა. თუმცა ფორსმაჟორის შედეგად ჯეიჰანის ტერმინალში დატვირთვის ოპერაციების დროებით შეჩერების გამო გადაზიდვა არ დაწყებულა. თენგიზის საბადოს განვითარების ოპერატორი კომპანია, Tengizchevroil მაშინ აცხადებდა, რომ მიწოდება თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად შეფერხდა.
წყარო: BPN

Print