რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობის და
ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 70%-მდე გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის
იანვარ-თებერვალში საქართველოში განხორციელდა 162,746 მლნ დოლარის
ღირებულების (204,362 ტონა) ნავთობპროდუქტების იმპორტი, რაშიც რუსული
პროდუქტის წილი სულ რაღაც 14% იყო. შარშან 2 თვეში რუსეთიდან შემოვიდა
23,128 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები (29,739 ტონა).
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოში 158,355 მლნ
დოლარის ღირებულების (196,491 ტონა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები
შეიძინა, აქედან რუსეთში 108,575 მლნ დოლარის (149,195 ტონა) ანუ
მთლიანი იმპორტის 68,5%.
რაც შეეხება მეორე მსხვილ იმპორტიორს - რუმინეთს, მისი წილი მთლიან
იმპორტში შემცირდა. 2022 წლის 2 თვეში საქართველომ რუმინეთში 41,799
მლნ დოლარის ღირებულების (53,122 ტონა) ნავთობპროდუქტები იყიდა, 2023
წლის იანვარ-თებერვალში კი 23,442 მლნ დოლარის ღირებულების (27,218
ტონა).
მეზობელი აზერბაიჯანიდან კი საწვავის იმპორტი მინიმუმამდე დაეცა. თუ
შარშან იანვარ-თებერვალში საქართველომ აზერბაიჯანში 27,450 მლნ
დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა (36,879
ტონა), წელს 2 თვეში ეს მაჩვენებელი 1,885 მლნ დოლარამდე შემცირდა
(1,682 ტონა). კლება 1 356%-ია.