საქართველოდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი
დაახლოებით, 296%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის თებერვალში კავშირის 5
ქვეყანაში 32,702 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წელს თებერვალში
129.509 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს,
ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი - 1 086,7%-იანი ზრდა ყირგიზეთში
ფიქსირდება, სადაც წელს თებერვალში საქართველოდან რეექსპორტმა 28,315
მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,386 მლნ
აშშ დოლარი.
ამავე მონაცემების თანახმად, ყაზახეთში წელს თებერვალში რეექსპორტზე
41,982 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდში - 4,941 მლნ აშშ დოლარის (ზრდა 749%-ია).
რეექსპორტის მაჩვენებელში, რეკორდული ზრდით ყაზახეთს სომხეთი მოსდევს.
კერძოდ, 2023 წლის თებერვალში საქართველოს გავლით სომხეთში 47,940 მლნ
აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის თებერვალში - 17,303 მლნ აშშ
დოლარის, აქ ზრდა 177%-ს შეადგენს.
შემდეგია რუსეთი, სადაც წელს თებერვალში საქართველოს გავლით 10,222
მლნ აშშ დოლარის საქონელი მოხვდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში -
5,036 მლნ აშშ დოლარის, ზრდა 102,9%-ია.
საქართველოდან რეექსპორტი შემცირებულია ბელარუსში, სადაც 2023 წლის
იანვარში 1,050 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ
პერიოდში - 3,036 მლნ აშშ დოლარის. აქ კლება 189%-ია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების 5-ეულს, რომელიც აღნიშნულ
ქვეყნებში წელს თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:
ტოპ-5 რეექსპორტირებული პროდუქტი ყაზახეთში:
- მსუბუქი ავტომობილები - 30,619 მლნ აშშ
დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი
შემცვლელებისაგან - 7,678 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა
უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 810.8 ათასი
აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -
610.1 აშშ დოლარი
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები
ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 426.4 ათასი აშშ
დოლარი
- სომხეთში რეექსპორტირებული ტოპ-5
პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 50.661 მლნ აშშ
დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის
გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19.450 მლნ აშშ
დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3.260 მლნ
აშშ დოლარი
- ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები
და სხვა - 3,133 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 1,764 მლნ აშშ
დოლარი
- რუსეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 17.719 მლნ აშშ
დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები - 3.793 მლნ აშშ
დოლარი
- სიგარილები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 3.169
მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2,326 მლნ აშშ
დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი - 1,785 მლნ
აშშ დოლარი
- ყირგიზეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 27.164 მლნ აშშ
დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 368.72 ათასი
აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, აქსკავატორები - 276
ათასი აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 253 ათასი აშშ
დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან
ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 214.36 მლნ აშშ
დოლარი
- ბელარუსში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან
გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 373.9 ათასი აშშ
დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 343.8 ათასი აშშ
დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 116.9 ათასი აშშ
დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე
ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 72.24 ათასი აშშ დოლარი
სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და
ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი, ნებისმიერი მასალისაგან - 62.8
ათასი აშშ დოლარი.