ნარკოტიკები კრეატიულობაზე დადებითად არ მოქმედებს - მკვლევრები
ნარკოტიკებს არ აქვს დადებითი ზემოქმედება ადამიანის კრეატიულობაზე - ამ დასკვნამდე მივიდნენ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, პოტსდამის უნივერსიტეტის და ბრიტანეთის ესექსის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის ავტორები.

გამოკვლევის თანახმად, მათრობელი საშუალებები: მარიხუანა, ალკოჰოლი თუ მედიკამენტი ამფეტამინი, დღემდე არსებული წარმოდგენის საპირისპიროდ, არ არის კრეატიულობის გამაძლიერებელი.

ბრიტანეთის, სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, პოლ ჰენელი ამბობს, რომ ადამიანებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას უფრო კრეატიულები არიან. ამისგან განსხვავებით, კრეატიულობა დამოკიდებულია მიდგომაზე, ემოციაზე და მოლოდინზე, რომელიც ადამიანს იმ მომენტში აქვს, აცხადებს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯენიფერ ჰააზე.

კრეატიულობის - შემოქმედებითი შემეცნებითი უნარების განვითარება, გამოკვლევის თანახმად, შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით. მათ შორისაა, ასოციაციის ვარჯიში, ტვინის ვარჯიში, ე.წ. ბრეინსტორმინგის ერთ-ერთი სახეობა, როცა ხდება იდეების ჩაწერა. ხელს უწყობენ კრეატიულობას ასევე მედიტაცია და უცხოეთში ყოფნისას კულტურის სფეროში გამოცდილების მიღება.

გამოკვლევის ავტორებმა გაანალიზეს 80 საერთაშორისო კვლევის შედეგები, რომლების უკავშირდებოდა კრეატიულობის ამაღლების სხვადასხვა მეთოდებს.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print