მიშელი: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს თქვა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს.

„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის.
ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“
, – განაცხადა შარლ მიშელმა. თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.

შარლ მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისია მოლდოვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს ზაფხულში წარადგენს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები