თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქმე
ნარკოდანაშაულს ეხება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა
სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და დაკავებულია
რამდენიმე პირი.
ამასთან, არსებული ცნობებით, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით
კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.