რა რაოდენობის ავტომობილი გადის აზერბაიჯანში, სადაც 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტი აიკრძალა
აზერბაიჯანში 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო და შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელიც მოაწერა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია აზერბაიჯანის წილი, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ჩანს, 2022 წელს და ასევე, წელს 2 თვეში ქვეყანა ამ მიმართულებით ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო.

კერძოდ, 2023 წლის 2 იანვარ-თებერვალში საქართველოდან რეექსპორტზე ჯამში 7 425 ერთეული (132,557 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, საიდანაც თითქმის, 25% აზერბაიჯანზე მოდის. აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოდან 32,819 მლნ აშშ დოლარის (2 384 ერთეული ) ავტომობილი მოხვდა.

შემდეგ პოზიციებზეა: ყაზახეთი 30,619 მლნ აშშ დოლარი (1 571 ერთეული), ყირგიზეთი -27,164 მლნ აშშ დოლარი (879 ერთეული) და სომხეთი - 26,512 მლნ აშშ დოლარი (1 649 ერთეული).

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2022 წელს საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების 34% აზერბაიჯანში გავიდა.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ქვეყნიდან 903,807 მლნ აშშ დოლარის (79 887 ერთეული) მანქანა გავიდა, აქედან აზერბაიჯანში 308,434 მლნ აშშ დოლარის (30 452 ერთეული), სომხეთში - 144,762 მლნ აშშ დოლარის (11 932 ერთეული), უკრაინაში - 119,803 მლნ აშშ დოლარის (12 673 ერთეული), ყაზახეთში - 104,453 მლნ აშშ დოლარის (7 352 ერთეული), რუსეთში - 75,620 მლნ აშშ დოლარის (5 395 ერთეული) და ა.შ.

წყარო: BPN

Print