ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები –
„მონებო” იყო.
დაცვის მხარის მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10
000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
„
ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო.
გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, –
პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისმა განაცხადა მხოლოდ
ეს.
პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს”
სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის
კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11
წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.