სოფელ ქუთლიარში რამაზანის დღესასწაულისთვის გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტები დაურიგეს
დღეს, 21 აპრილს რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ქუთლიარში მცხოვრებ 21 სოცილაურად დაუცველ და სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ოჯახებს პროდუქტები დაურიგეს. დახმარება სოფლის მაცხოვრებლების მიერ დაფუძნებული „ქუთლიარის ქველმოქმედების ფონდის“ მიერ განხორციელდა.

ფონდის წევრებმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადეს, რომ ასეთი დახმარებები ყოველ წელს ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია,რომ წელს განაცხადეს რომ რამაზანის დღესასწაული 21 აპრილს დაემთხვეოდა. მაგრამ ზოგ ქვეყნებში 21, ზოგში კი 22 აპრილს აღინიშნება. რამაზანის თვე 23 მარტს დაიწყო.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google