მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებ 50 წლის
მეზაჰირ ნამაზოვს ყოველდღიურად მარნეულის ბაზარში სიარული დანგრეული
გზით უწევს.
ნამაზოვის თქმით 4-5 წელია რაც მარნეულის ბაზარში მოტოციკლეტით ტვირთს
ზიდავს. ტვირთის გადატანით პურის ფულს შორულობს და ოჯახს არჩენს.
სოფელში წასვლა-წამოსვლისას ყოველ ჯერზე სირთულე ხვდება, ასფალტის
საფარი დაზიანებულია, რის გამოც მისი მოტოციკლიც ადვილად ფუჭდება.
სწორედ ამიტომ მეზაჰირს ქვის საწარმოდან ხრეში მოაქვს და
დაზიანებულ
გზას ავსებს.
„ამ გზას სულ ვასწორებ. ვერ ვახერხებ გადასვლას. მანქანა
მოდის ვერ გადადის. ხელს უშლის. ჩემთვის გავაკეთებინე. 3-4 ჯერ ხრეში
დავყარე. თვეში 2-3 ჯერ ვყრი ხრეშს. როცა ფუჭდება ვაკეთებინებ ხოლმე.
არავინ არ აკეთებს, მეც ვავსებ ხრეშით მოტოციკლს და მომაქვს.
დაახლოებით 10 წელზე მეტია რაც ეს გზა ასეა. 10 დღეა რაც ამ ადგილას
ხრეში დავყარე. მეც როცა გადავდიოდი მოტოციკლი ქანაობდა ხოლმე, ცუდ
დღეში იყო გზა. შევავსე რომ ყველამ ნორმალურად იაროს“,
- აცხადებს მეზაჰირ ნამაზოვი
სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების აღდგენასთან დაკავშირებით მარნეულის
საკრებულოს დეპუტატ ჯეიხუნ ჩოიდაროვს დავუკავშირდით. მან რადიო
„მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად სოფელ ყიზილაჯლოში
შიდა გზებზე ასფალტის დაგება არ იგეგმება.
„კანალიზაცია და სასმელი წყალი გაყავთ. ჩვენს სოფელში
სამუშაოები მიმდინარეობს ახლა და ამიტომ გზასთან დაკავშირებით სიახლე
არაფერია. რადგან კანალიზაცია და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის
მერე გზები ყველგან მოასფალტდება. პროექტის დარულებას ველოდებით.
დასრულების მერე გზები აღდგება და შეკეთდება. გეგმის მიხედვით ყველგან
ასფალტი იქნება“, - ამბობს ჯეიხუნ ჩოიდაროვი
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან სასმელი
წყლის და კანალიზაციის ხაზების გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად გზების ნაწილი ამორტიზებული .მარნეული და ბოლნისი
მუნიციპლაიტეტებში ახალი წყლის ხაზების გაყვანისა და კანალიზაციის
სისტემის ახლიდან მოწყობის პროექტი „ურბანული მომსახურების
გაუმჯობესებისთვის ინვესტიციის“ პროგრამის ფარგლებში აზიის
განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ღირებულება
55 940 022 დოლარია.