Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო.
უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში ორი სიხშირით,
ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
Uzbekistan Airways-ი ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის
მიმართულებაზე.
ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ
ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.