ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: შანსები 50/50-ზეა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება "სამართლიან გადაწყვეტილებაზეა" დამოკიდებული. ამის მიუხედავად, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლოდინი ოპტიმისტურია.

"ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული. აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება, ეს შეფასება იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ შემთხვევაში დეკემბერში ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თუ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით. ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50-50-ზე",
- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print