შეურაცხმყოფელია, როდესაც ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების აღდგენა – პრეზიდენტი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიმართვაში მწვავედ გააკრტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისი ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როდესაც დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება? და ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს.

მე ამ ქვეყნის მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.

გაუგებარია, როცა ევროპასა და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალგაზრდობას ევროპულ მომავალს უსპობ“,
— თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლისას, რომელიც ქვეყანას თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში მიმართავდა, იქვე მყოფი ადამიანებისგან ისმოდა საპროტესტო შეძახილები. ღონისძიებას მხოლოდ ოფიციალურად მიწვეული პირები ესწრებიან.

წყარო: ნეტგაზეთი

Print