თურქეთისა და საქართველოს რომელ ქალაქებს შორის იფრენს ავიაკომპანია SunExpress
საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანიამ, SunExpress-მა დაიწყო ოპერირება. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე პასუხისმგებელი კომპანია Tav Georgia ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, SunExpress თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან, ანკარიდან და იზმირიდან იფრენს. პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით 28 მაისს, ანტალიიდან შეასრულა.

“[აღნიშნული რეისით] 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა”,
— წერს Tav Georgia.

მისივე ცნობით:

“ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს.

იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს.

ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს”.


SunExpress 1989 წელს დაარსდა, როგორც თურქული Turkish Airlines-ისა და გერმანული Lufthansa-ს შვილობილი კომპანია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები