10 ივნისიდან ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება
საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება.

გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მას შემდეგ მიიღეს, რაც შეხვედრა გაიმართა მინისტრსა და მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან.

პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება 10 ივნისიდან 5 თვის ვადით.

"ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წისქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ",
- ამბობს მინისტრი ოთარ შამუგია.

ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა არაერთხელ გამართეს აქცია, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადების დაწესების მოთხოვნით. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები