ჯო ბაიდენი - ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ერთობლივ მუშაობას, როგორც ნატო-ს მოკავშირეები, ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“,
- დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭომ (YSK) განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები