ბერბოკი: არ შეგვიძლია ვისაუბროთ NATO-ს ახალ წევრებზე, რომლებიც შუა ომში არიან
ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა გააქტიურდა რუსეთის აგრესიული ომის ფონზე და ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, თუმცა შეუძლებელია ლაპარაკი ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც შუა ომში არიან.

უთხრა ჟურნალისტებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ოსლოში, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, მაგრამ, ამავდროულად, ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი წევრების მიღებაზე (რომლებიც),
შუა ომში არიან“, -
თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანახმად, მოსკოვს არ შეუძლია შეაჩეროს უკრაინის გაწევრიანება ნატოში.

„ალიანსში ყველა თანხმდება, რომ მოსკოვს ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ვეტო არ აქვს“
, - უთხრა ჟურნალისტებს სტოლტენბერგმა ოსლოში.

„ჩვენ ვმოძრაობთ, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი“,
- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავე დროს უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ნატოში გასაწევრიანებლად კიევს მოუწევს მთელი რიგი პირობების დაკმაყოფილება, სამხედრო ალიანსის სტანდარტების შესასრულებლად.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123