საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო პროგრამის დასაფინანსებლად 2022-2023 წლებში
ჯამურად 23 980 000 ლარს გამოყოფს, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე 3 045
000 ლარით მეტია.
შედეგად, „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი კიდევ
ერთხელ იზრდება. პროგრამის ბიუჯეტი აქამდე ერთხელ უკვე გაიზარდა.
მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის დადგენილებით, თავდაპირველი ბიუჯეტი,
რომელიც 20 935 000 ლარს შეადგენდა, 21 470 000 ლარამდე გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების მიღების
ერთ-ერთი წინაპირობა თხილის კადასტრში რეგისტრაცია იყო. ამასთან,
სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი უნდა
ფლობდეს თხილის ბაღს ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა.
სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე
გადაანგარიშებით. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდია გაიცემა
ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების
გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.