ინდური ავიაკომპანია IndiGo აგვისტოდან საქართველოს მიმართულებით
იწყებს ოპერირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი
განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე
რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ
ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29
მაისს მიენიჭა.