თამარისში სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის და სკვერის მოწყობის ტენდერი მეორედ გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის და სკვერის მოეწყობის ტენდერი მეორედ გამოცხადდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ თამარისში სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი თავდაპირველად 28 აპრილს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომოპანიამ მიიღო, რომელსაც მერიამ დისკვალიფიკაცია არასრული დოკუმენტაციის გამო მიანიჭა. ახალი ტენდერ 1 ივნისს გამოცხადდა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 681`697 ლარია.

სკვერის მოწყობის პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობასაც.

„პროექტი ითვალისწინებს, დაბა თამარისში, სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსტრუქციულ ნაწილს, პროექტი შედგა წარმოდგენილი არქიტექტურული ნაწილის და გეოლოგიის საფუძველზე“.
- აღნიშნულია განმარტებით ბარათში

ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 9-12 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 დღეში შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები