საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამის
მიზეზი შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე
შეტყობინება გახდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საუბარია რამდენიმე
სასამართლოს შენობაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია
განხორციელდა.
სასამართლოებს შორის, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის და
ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიცაა. დამატებითი დეტალების გარკვევას
„ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.