მშენებლობა გაიაფდა - რა ფაქტორებმა იქონია გავლენა
2023 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები