გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 ივნისს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ
საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-9 ივნისს დასავლეთ
საქართველოში
გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება. აღმოსავლეთ
საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.
ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში
დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28
გრადუსი დაფიქსირდება.