შალვა პაპუაშვილი - მზად ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად
მზად ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, რათა გაიხსნას ენერგიის მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის მედეგობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ნატო-სთან სრულად თავსებადი გახდა, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში პოლიტიკური კუთხით, ხელშესახები პროგრესი გვქონდეს და ამასთან, ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე დისკუსიის დაწყება აუცილებელია.

„საქართველო არა მხოლოდ იღებს ევროპული უსაფრთხოების და ეკონომიკურ სარგებელს, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით. აგრეთვე, საქართველომ ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია მწვავე პრობლემად იქცა. ამჟამად, საქართველო ე.წ. „შუა დერეფნის“ კრიტიკული და განუყოფელი ნაწილია, რაც შესაძლოა გახდეს ევროპაში ენერგიის ალტერნატიული მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტი, რომელიც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის მწვანე განახლებადი ენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობებს ქმნის, ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე ახალი პროექტია.

მზად ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, რათა გაიხსნას ენერგიის მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის მედეგობას.

ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და არსებული საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრაციის პროცესში გვქონდეს ხელშესახები პროგრესი პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხზე რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებამდე, თუმცა, აუცილებელია დისკუსიის დაწყება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე,“
- განაცხადა პაპუაშვილმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები