27 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ კაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


ბრალდების მხარე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკის გამოყენებით დაახრჩო. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები