ნავალნის, ჯამში, 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც უკვე იხდის სასჯელს, ჯამში, პატიმრობის 19 წელი მიუსაჯა „ექსტრემიზმის“ ბრალდების საქმეზე. ნავალნი პატიმრობას „განსაკუთრებული რეჟიმის“ კოლონიაში გაატარებს.

ნავალნის გამოძიება ასევე ადანაშაულებს სასამართლოსდამი უპატვიცემულობასა და თაღლითობაში.

ახალი ბრალდებები უკავშირდება ბრალდებებს ექსტრემიზმში – ნავალნის ორგანიზაცია, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, ხელისუფლებამ ექსტრემისტულად გამოაცხადა, თავად პოლიტიკოსს კი ბრალი დასდო „ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზებაში“, ექსტრემიზმისდამი მოწოდებებისთვის, ნაციზმის
რეაბილიტაციაში, სიცოცხლესთვის სახიფათო საქმიანობაში არასრულწლოვნების ჩართვაში და ექსტრემიზმის ბრალდებაში.

2020 წლის ზაფხულში ნავალნი მოწამლეს. გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა – იგი მოსკოვის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები