ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ევროინტეგრაციაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია-ხაბეიშვილი
ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან საქართველოს მოქალაქეს სრული მხარდაჭერა ექნება. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ევროინტეგრაციაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, „რუს ოლიგარქთან ერთად მოქალაქეების სანუკვარი ოცნება- გახდნენ ევროკავშირის წევრები, ფაქტობრივად მიუღწეველია“.

„შევხვდით ადამიანს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ საქართველოს მოქალაქეს, ექნება სრული მხარდაჭერა ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, საქართველოს მოქალაქეს ექნება სრული მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან და საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ოცნება, ფიქრიც კი წარმოუდგენელია. რუსულ პარტიასთან, კობახიძესთან, რუს ოლიგარქთან ერთად ფაქტობრივად მიუღწეველია ჩვენი მოქალაქეების სანუკვარი ოცნება, გახდნენ ევროკავშირის წევრები, ამისთვის საქართველოს მოქალაქეს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რომ ყველამ ერთად „რუსული ოცნება დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები