2023 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების
რაოდენობამ 3 420 ერთეული შეადგინა
და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა
8%-ით, 187 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. ამის შესახებ
„ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2023 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების
6%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის აგვისტოსთან
შედარებით მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა.
„2023 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე
მოთხოვნა 9%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ
1%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს,
ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა.
2023 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი
გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის
ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
2023 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი
გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე
ქალაქის ცენტრალურ უბნებში,“ - აღნიშნულია
კვლევაში.