რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენებას სთხოვს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მასკმა განაცხადა, რომ Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და რომ თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია.თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატში ასევე აცხადებენ, რომ ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და
ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო.

Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს. ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123