ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გერმანიის
საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ, ანალენა ბერბოკს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება
გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი
ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების
შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ
და იმედი გამოთქვა,რომ
საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული
რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის
გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების
შესახებ.
„მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი
თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას
შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა
მიმდინარე წელს, საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების
ხელმძღვანელის ვიზიტის მნიშვნელობას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან
საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია,რომ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი
ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური
ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური
გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით
მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.