„ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სამუშაოები ექსპერტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან შეუსაბამოა, ასევე ქუჩების კეთილმოწყობისთვის გადარიცხულია თანხა, თუმცა სამუშაოები არასრულყოფილადაა შესრულებული“
„ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სამუშაოები ექსპერტის მიერ
გაცემულ რეკომენდაციებთან შეუსაბამოა, ასევე ქუჩების
კეთილმოწყობისთვის გადარიცხულია თანხა, თუმცა სამუშაოები
არასრულყოფილადაა შესრულებული,“
- ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის − „მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო
სახსრების ხარჯვის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
„ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობის
სამუშაოების შესრულებისათვის, კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 2021
წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა ერთი
პრეტენდენტი, შპს „ბონდი-2009“ და, შესაბამისად, ის გამოვლინდა
გამარჯვებულად.
გაფორმებული ხელშეკრულებით, მიმწოდებელს 2021წლის 15 დეკემბრამდე უნდა
შეესრულებინა 2 582 697ლარის ღირებულების სამუშაოები. სატენდერო
დოკუმენტაციით, გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდის (ე.წ. ბარცხანის ხიდი)
რეაბილიტაციის სამუშაოები ითვალისწინებდა ლითონის სპეცპროფილებით,
რეზინის ფასონური ფურცლებით, ლითონის ფურცლებით და არმატურით ხიდის
სადეფორმაციო ნაკერების (MAURER) მოწყობას. მხარეებს შორის
გაფორმებული შეთანხმებებით, 30 სატენდერო წინადადებით
გათვალისწინებული პირობების შეუსაბამოდ, ხელშეკრულებაში ცვლილებები
დაუსაბუთებლად განხორციელდა.
კერძოდ, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული კონსტრუქცია
შეცვლილია დახურული ტიპის სადეფორმაციო ნაკერის მოწყობით, ხოლო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების დღეს,
15დეკემბერს, შეიცვალა სამუშაოს დასრულების ვადა და განისაზღვრა 2021
წლის 28 დეკემბერი. უნდა აღინიშნოს, რომ გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდის
სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში შესატან
ცვლილებებზე, ექსპერტი წარდგენილი არგუმენტებით მიუღებლად თვლის
ცვლილებებს და მოითხოვს დამატებით დასაბუთებას, მათ შორის მიუთითებს,
რომ თუ მალები გამონოლითებულია (გადაბმულიახისტი კვანძით), ეს
მნიშვნელოვანი დარღვევაა, რითაც იცვლება საანგარიშო სქემა, საჭიროა
ხიდის მალებს შორის მოეწყოს სადეფორმაციო ნაკერები. აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მოთხოვნით, 2021წლის 20
დეკემბერს განმეორებით წარმოდგენილია მეორე დასკვნა, სადაც ექსპერტი
მიუთითებს, რომ პროექტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს წინა პერიოდის
დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ექსპერტის დასკვნის
გაცემიდან 7 დღეში, 2021 წლის 27 დეკემბერს, მხარეებს შორის
გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულად ნაჩვენებია
დარჩენილი 941 247 ლარის ღირებულების სამუშაოები.
ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით,
სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა
წარმოდგენილი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ
განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული
ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან
შეუსაბამოდ განხორციელებაზე მიუთითებს.
ბათუმში, გაგარინის, აკაკი შანიძის, გონიო-აფსაროსის და ზოდელავას
ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების მშენებლობისათვის მიმწოდებელზე
გადახდილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება − 74 579ლარი, თუმცა
სამუშაოები არასრულყოფილად არის შესრულებული.
ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის
სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები დაუსაბუთებლად
არის შეცვლილი, ხოლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში
შეტანილი ცვლილებები შეუსაბამოა ექსპერტის მიერ გაცემულ
რეკომენდაციებთან,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.