„ბათუმის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებულ
ავტომობილებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხზე არასათანადო
კონტროლია დაწესებული,“
- ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
„2022 წელს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო
დაწესებულებების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და
მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 1 027 691ლარი.
მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2022 წელს ჯამში
გახარჯულია 588 052 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 83
ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 469 407 ლარის საწვავი,
ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 70 ერთეულ
ავტოტრანსპორტზე − 118 645 ლარის საწვავი.
ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ
არასათანადო კონტროლია დაწესებული მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ−ების
სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი
საწვავის ხარჯვის საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნა
წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების
შესრულებისათვის ხარჯვის სრული დოკუმენტური დადასტურება.
მიზანშეწონილია, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის
ხარჯვის საკითხზე, მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ტრანსპორტის მართვასთან
დაკავშირებით ერთიანი მიდგომა და შესაბამისი კონტროლის
მექანიზმი,“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.