2023 წლის აგვისტოში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების
ექსპორტი შემცირდა, საერთო მაჩვენებელი კი გაიზარდა.
კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 13.3 მლნ აშშ
დოლარიდან 781.9 ათას აშშ დოლარამდე, 94%-ით შემცირდა. ამავდროულად,
საერთო მაჩვენებელი 186.9 მლნ აშშ დოლარიდან 190.5 მლნ აშშ დოლარამდე,
1.9%-ით გაიზარდა.
აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები არიან:
- ყაზახეთი - 66.1 მლნ აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი - 56.3 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 37.9 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი - 17.1 მლნ აშშ დოლარი;
- ბელგია - 4.7 მლნ აშშ დოლარი.
თუ 2023 წლის 8 თვეში განხორციელებულ ექსპორტს გადავხედავთ,
საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ამ პერიოდში
94.2%-ითაა გაზრდილი - გასული წლის იანვარ-აგვისტოში თუ 34.3 მლნ აშშ
დოლარის მანქანები მივყიდეთ ჩრდილოეთ მეზობელს, წელს, ანალოგიურ
პერიოდში, მაჩვენებელი 66.6 მლნ აშშ დოლარია.
რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში ის 178.1%-ით,
492.1 მლრდ აშშ დოლარიდან 1.4 მლრდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები
არიან:
- აზერბაიჯანი - 567.8 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი - 552.3 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი - 461.4 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - 428.3 მლნ აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი - 413.9 მლნ აშშ დოლარი.
აღსანიშნია, რომ მიმდინარე წელს 98%-ითაა გაზრდილი იმპორტიც და 1.96
მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მთავარი იმპორტიორები აშშ, იაპონია და
გერმანია არიან.