რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი მინიმუმამდე დაეცა.
ამის მიზეზი ის შეზღუდვებია,
რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან აღნიშნულ ქვეყნებში
ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების გაყვანა იკრძალება. აღსანიშნავია,
რომ უკვე 26 სექტემბრიდან ანალოგიური აკრძალვა ევროპიდან შემოყვანილ
ავტომობილებზეც გავრცელდება, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების
მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
ამ აკრძალვის შემდეგ საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების
რეექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოში ამავე
წლის ივლისთან შედარებით რუსეთში მანქანებიის რეექსპორტი 94,1%-ით
შემცირდა, 13,346 მლნ დოლარიდან 781,8 ათას დოლარამდე. რაოდენობრივად
კი ივლისში რუსეთში გავიდა 1 054 მსუბუქი ავტომობილი, აგვისტოში კი
მხოლოდ 85 ერთეული.
რაც შეეხება ბელარუსს, აგვისტოში ამ ქვეყანაში გავიდა 564,4 ათასი
დოლარის ღირებულების 18 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ივლისში კი 365,7
ათასი დოლარის ღირებულების 26 ერთეული.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვამდე მსუბუქი ავტომობილების მთლიან
ექსპორტში რუსეთის წილი რაოდენობრივად დაახლოებით, 7,4%-ს შეადგენს,
ბელარუსის კი მხოლოდ 0,25%-ს. რაც შეეხება თანხობრივად, ამ
შემთხვევაში მთლიან რეექსპორტში რუსეთის წილი არის 5,2%, ბელარუსის კი
0,24%.