მედიის ცნობით, უნგრეთმა ყარაბაღის შესახებ ევროკავშირის ანტიაზერბაიჯანული განცხადება დაბლოკა
უნგრეთმა ყარაბაღის შესახებ ევროკავშირის ანტიაზერბაიჯანული განცხადება დაბლოკა, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აზერბაიჯანული მედიის გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ანტიაზერბაიჯანული მიკერძოებული განცხადება, ყარაბაღში აზერბაიჯანის ანტიტერორისტულ ზომებთან დაკავშირებით, თავდაპირველად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, თუმცა უნგრეთმა მას ვეტო დაადო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა 19
სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. როგორც ბორელმა აღნიშნა, აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123