უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა - რა თანხა შევიდა ბიუჯეტში
2023 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 128,9%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 8 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2,613,206 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში - 1,141,386 ლარის.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 8 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 232,850 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 178,268 მლნ ლარი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები