საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 94,052 მლნ დოლარის ღირებულების 1,336,271 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაყიდა. ეს კი 2022 წლის 8თვესთან შედარებით 17,6 მლნ დოლარით მეტია. შარშან საქართველომ 76,452 მლნ დოლარის ღირებულების 877,441 ათასი კვტ/სთ დენი გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ ქართული დენი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გავიდა, ყველაზე მეტი კი თურქეთში - 84,782 მლნ დოლარის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 5,147 მლნ დოლარით, მესამეზე - სომხეთი 4,116 მლნ დოლარით და მეოთხეზე რუსეთი, სადაც მხოლოდ 6,93 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გავიდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები