2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ქორწინების 10 366 და
განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის
იანვარი-ივნისის დემოგრაფიული მაჩვენებლები.
ამ პერიოდში აჭარაში 987 ქორწინება და 541 განქორწინებაა
რეგისტრირებული.
2023 წლის წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 19 431 ახალშობილი
დაიბადა, ხოლო 21 944 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში დაბადებასთან შედარებით გარდაცვალების მაჩვენებელი
მაღალი იყო 2022 წლის პირველ ექვს თვეშიც [20 195 – დაბადება და 26
681 -გარდაცვალება].
რაც შეეხება საქართველოში დაბადებისა და გარდაცვალების გასული, 2022
წლის მთლიან მაჩვენებლებს, სტატისტიკური მონაცემები ასე
გამოიყურება:
- 49 118 – გარდაცვალება
- 42 319 – დაბადება
გასული წლის მონაცემების თანახმად, რეგიონების მიხედვით, საქართველოში
შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, აჭარაში, იმერეთში
და ქვემო ქართლში. ყველაზე დაბალი – რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა
და გურიაში.
2022 წლის მონაცემების თანახმად, გარდაცვალების ყველაზე მეტი
შემთხვევა იყო თბილისში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო
ქართლსა და კახეთში.