დაზიანებულ 1 ჰა-ზე მთავრობა მევენახეებს 3 500 ლარით დაეხმარება - პრემიერი
3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1 ჰექტარ დასეტყვილ ვენახზე ფერმერები 3 500 ლარს მიიღე

„რთველი მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად. მე პირადად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი, ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, ძალიან ბევრს სამწუხაროდ, დაესეტყვათ ათასობით ჰექტარი ვენახი. განადგურდა მათი მოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიბარებთ დაზიანებულ, დასეტყვილ ყურძენს, უკვე 20 მლნ ლარის ყურძენი ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის
მიუხედავად, მათ რადგან ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ, დაზარალებულ მევენახეებს. როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც დავეხმარებით მევენახეებს. დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3 500 ლარი გამოიყოფა დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს მათ დაეხმარება რომ მიზნობრივად გამიყენონ",
- განაცხადა ღარიბაშვილმა

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123