წელს აგვისტოში, კომერციული ბანკების მიმართ 1 635 საჩივარი დაიწერა,
რაც მხოლოდ ერთით ჩამორჩება,
გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წლის აგვისტოში 1
636 პრეტენზია დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში
მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი მიმდინარე ანგარიშებსა
და სამომხმარებლო სესხებზე დაიწერა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით პრეტენზიების ხუთეული ასე
გამოიყურება:
- მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 737
განაცხადი;
- სამომხმარებლო სესხი - 282 განაცხადი;
- საკრედიტო ბარათი - 116 განაცხადი;
- ინტერნეტბანკი – 66 განაცხადი;
- იპოთეკური სესხები - 54 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული
პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 616 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის;
შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება 383 განაცხადით, მე-3 ადგილზეა
ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 284 განაცხადით
და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,
2023 წლის აგვისტოში 1635 საჩივრიდან ბანკებმა 984 განაცხადი -
უსაფუძვლოდ, 182 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 460 განაცხადის შემთხვევაში
განხილვა ისევ მიმდინარეობს. 9-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია,
პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის
აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011
წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ
იწარმოება.