თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას 3.5 სთ დასჭირდება, ხოლო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე 4-4.5 სთ იქნება საჭირო - რა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება 2024 წლამდე
„თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას 3.5 სთ დასჭირდება, ხოლო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე 4-4.5 სთ იქნება საჭირო,“ - ამის შესახებ აღნიშნულია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანდართულ დოკუმენტში.

როგორც მთავრობის მიერ 2024-2027 წლებისათვის განსაზღვრულ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის ათვისებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება.

უფრო
კონკრეტულად, 2024 წლამდე:

დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი. შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება, ხოლო მგზავრობის დრო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე ნაცვლად 8 საათისა, გახდება 4-4.5 საათი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულდება რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა.

გაგრძელდება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთის, მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა. დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით.

გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთისა და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა.

დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხისა და სხვა მნიშვნელოვანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთების მშენებლობა.

განხორციელდება 1 500 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში (2024-2027 წლებში), ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიარდამდე ლარის ინვესტირება განხორციელდება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345