ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი 3 სუბიექტი დააჯარიმა - ვის ეკუთვნის ორგანიზაციები
ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პრევენციის ფარგლებში 2 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სამი სუბიექტი: „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია“, „კრედიტ პლუს ჯორჯია“ და „ლაქი კრედიტი“ დააჯარიმა.

სამივე შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარია. მარეგულირებელი ორგანიზაციებს პროცედურული ნაწილის დარღვევას ედავება.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის სესხის გამცემი სუბიექტები.


შპს ლაქი კრედიტი - 2018 წელს დარეგისტრირებული ორგანიზაციის წილის 100%-ს ლევანი პაპიაშვილი ფლობს.

შპს კრედიტ ექსპერტ ჯორჯია - 2015 წელს რეგისტრირებული ორგანიზაციის 100% ლატვვიაში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბეტა კაპიტალს ეკუთვნის. დირექტორი კი, უკრაინის მოქალაქე ირინა ბუდნიცკაა.

სს კრედიტ პლუს ჯორჯია - 2011 წელს რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტი სააქციო საზოგადოებაა. გენერალური დირექტორი კი, ლიეტუვას მოქალაქე, მარიუს სტანკუნაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები