საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში თითქმის 1 606 ლარს შეადგენდა 2022 წელს
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8 პროცენტით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წელს მისი მოცულობა 71.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

„2022 წელს მთლიანი ბრუნვის 65.5
პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.


2022 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი - კაცი,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

მათივე მონაცემებით, 2022 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 605.9 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 258.3 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 264 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 199.6 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
  • მსხვილი ბიზნესი – 1 822.4 ლარი,
  • საშუალო ბიზნესი – 1 862.2 ლარი,
  • მცირე ბიზნესი – 1 187.2 ლარი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები