2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა
კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან 956 948 950 ლარი მიიღეს.
ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლის მოცულობით,
Top-5 ბანკში შედის:
- საქართველოს ბანკი – 451 341 149 ლარი
- თიბისი ბანკი – 382 401 804 ლარი
- კრედო ბანკი - 40 535 914 ლარი
- ლიბერთი ბანკი – 38 399 152 ლარი
- ბაზის ბანკი – 11 191 800 ლარი
რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ საკომისიებით მიღებული
თანხის მოცულობას, ასე გამოიყურება: ტერა ბანკი - 9 879 884 ლარი,
ვითიბი ბანკი ჯორჯია – 74 554 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველო – 1 726
876 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 9 206 579 ლარი, სილქ ბანკი - 276 547
ლარი, ქართუ ბანკი - 5 720 704 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 2 921 658
ლარი, პაშა ბანკი - 1 973 601 ლარი, ზირაათ ბანკი - საქართველო - 1
296 593 ლარი, პეისერა ბანკი -2 125 ლარი.
2023 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი
ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც
საქართველოში რამდენიმე თვეა ამოქმედდა.