იტალიური ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზე 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის
დასახელდა. დაჯილდოება დუბაიში, 2024 წლის 19 იანვარს გაიმართება.
ნომინანტებისთვის ხმის მიცემა ამ ლინკზეა შესაძლებელი.
დაჯილდოების მოქმედი გამარჯვებული საუდის არაბეთის ალ-იტიჰადის
ფეხბურთელი, კარიმ ბენზემაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2023 წლის ოქროს ბურთის სიაში
მე-17 ადგილი დაიკავა.