შსს-ს ცნობით, კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა და მის ამჟამინდელ ქმარს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, თვითმხილველების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი ქალის ამჟამინდელ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. კაცი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაჭრისა და მკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს. მათი განცხადებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრილი ქალი საგარეჯოში, „ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სოფელ თულარში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია საპოლიციო ლენტით არის შემოსაზღვრული.

პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345