სამართალდამცველებმა ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში
ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს - 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987
წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული
დაზიანებების შედეგად ი.ჯ.
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ.
საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
უტარდება.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ხ. ბრალდებულის სახით
დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო"
- აცხადებს შსს.
ქალს, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა. მისი
მდგომარეობა მძიმეა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის
მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის
მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას
გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20
წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.