ყოფილი ცოლის სახლში მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟების ბრალდებით 44 წლის კაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლის სახლში ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები. უწყების ცნობით, 44 წლის კაცი რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ უსმენდა ყოფილ ცოლს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში, დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა”, –
აცხადებენ უწყებაში.

კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები